ეტიკეტზე არსებული ნიშნები და მათი მნიშვნელობა 

 ქიმიაზე არსებული სტიკერის გამოყენება და მასზე აღბეჭდილი ინფორმაციის წაკითხვა - ეს  არის ძალიან მარტივი  და უსწრაფესი გზა, იმისათვის რომ მოიძიოთ ინფორმაცია იმ ქიმიის შესახებ, რომელსაც იყენებთ ან აპირებთ გამოყენებას. 

   საფრთხის აღმნიშვნელი სიმბოლოები, იგივე პიქტოგრამები, რომელიც დატანილია სხვადასხვა ქიმიაზე მიგვანიშნებს ამა თუ იმ ქიმიის საფრთხის შემცველობაზე, თუ რამდენად საზიანოა იგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ან ბუნებისთვის. ასევე მიგვითითებს როგორ დავიცვათ თავი გართულებებისგან - ქიმიის გამოყენებისას. 

      პიქტოგრამა აღწერს ყველა ტიპის საფრთხეს, რაც შეიძლება მოჰყვეს მის არასწორედ გამოყენებას. 

      სულ გვაქვს 9 პიქტოგრამა ,  შეგიძლიათ გაეცნოთ მათ მნიშვნელობებს : 

სერიოზული ჯანმრთელობის ზიანი  - გრძელვადიანი ორგანოების დაზიანება, რეპროდუქციული ტიპის ზიანი; მსგავსი პიქტოგრამის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია პირბადის, სათვალისა და ხელთათმანის გამოყენება.


მწვავე ტოქსიკურობა -  კანის, თვალის გარსის დაზიანება, სასუნთქი გზების გაღიზიანება, ნარკოტიკული ზემოქმედება,თავბრუსხვევისა და პირღებინების წამოგწვევა;  მსგავსი პიქტოგრამის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ხელთათმანისა და პირბადის გამოყენება.



კოროზიული - იწვევს კანის კოროზიას, თვალის დაზიანებას, გააჩნია ზედაპირების განადგურების ძლიერი უნარი. მსგავსი პიქტოგრამის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ხელთათმანისა,პირბადისა  და სათვალის გამოყენება.


წვადი ნივთიერება - ნივთიერება რომელიც ხელს უწყობს სხვა ნივთიერების წვას ჟანგბადის გამოყოფის ხარჯზე.


მწვავე ტოქსიკური -  ნივთიერება არის მომწამვლელი, ხსნარის ორგანიზმში ან კანზე მოხვედრის შედეგად სიკვდილის მაღალი რისკია. მსგავსი პიქტოგრამის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია როგორც  ხელთათმანისა,პირბადისა  და სათვალის, ასვე ქიმიკატგამძლე ტანსაცმლის გამოყენება.


აალებადი ნივთიერება -  მათ შორის გაზი, აეროზოლი და თვითშლადი ქიმიური ნივთიერებები, უნდა მოარიდოთ მაღალ ტემპერატურას.


წნევის ქვეშ - ანუ გაზი შეკუმშლი მდგომარეობაში გაზი - უნდა მოარიდოთ მაღალ ტემპერატურას.



ფეთქებადი, არამდგრადი და თვითდაშლადი ნივთიერება - რომელიც აფეთქებისას გამოყოფს მომწამვლელი აირებს. უნდა მოარიდოთ მაღალ ტემპერატურას



ბუნებისთვის საზიანო  - მომწამვლელია ბუნებისათვის, მწვავედ და ხანგრძლივად მოქმედებს წყლის ბინადრებზე.