top of page
image_e1e593fa-4922-4472-8cc4-ff4e5be6932a20230529_083754-1.jpg

ჟანა გამხიტაშვილი
დასუფთავების განყოფილების მართვის პედაგოგი 

თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები, მათ შორის სასტუმრო ,,პარაგრაფის" დასუფთავების სამსახურის კლასტერ დირექტორი გამხიტაშვილი ჟანა, რომელსაც საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების დასუფთავების სამსახურში მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება აქვს. წარმოგიდგენთ მის მიერ ჩატარებულ ტრენინგებისა და მასტერკლასების ნაწილს :

სერტიფიკატები:

  • ოთახების მართვა საფეხური 2, საწყისი და ძირითადი ცოდნა 2008,19 აგვისტო

  • ოთახების მართვა, საფეხური 3 - ეკოლაბი, სტუმრის სარეცხი და ქიმწმენდა, 21 აპრილი 2011

  • ოთახების მართვა საფეხური 3, სამრეცხაო 2011, 21 აპრილი

  • ოთახების მართვა, საფეხური 3, დასუფთავება და სამრეცხაო 2011, 21 აპრილი

  • ოთახების მართვა , საფეხური 4 - სუპერვაიზერი 2011, 21 ოქტომბერი

  • „სასტუმროს მენეჯმენტი“ ნიდერლანდ სენიორ ექსპერტი 2012 30 მარტი

  • ოთახების მართვა, საფეხური 2 -ც ნოროვირუსი 2012 , 12 აპრილი

  • ოთახების მართვა , საფეხური 2-ბ, კვებიდან მიღებული ალერგია. 2012, 12 აპრილი

  • „ჯონსონს დაივერსის“ სასტუმროს ოთახების ფონდის ქიმია და ზედაპირთა ნაირსახეობა, სამრეცხაო დანადგარებისთის პროფესიონალური ქიმია 2013, ივლისი

  • „ჯონსონს დაივერსის“ სამზარეულოს მოვლის ქიმია და აღჭურვილობა 2013 აგვისტო

  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულიცენტრის „მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მეთოდოლოგია“ 2014

  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“ 2014

  • „ლოიალობა- ყველა თანამშრომელი“ – „ლობსტერ ინკ“ონლაინ ტრენინგი 2018

  • „ლოიალობა-ხელმძღვანელობა“ - „ლობსტერ ინკ“ ონლაინ ტრენინგი 2018

  • „ეკობერ“ - ის წარმოების ქიმიური ნივთიერების დოზირების სისტემის გამოყენება დასუფთავების განყოფილებაში 2019

  • ნოტიო ქიმწმენდის და სასტუმროს თეთრეულის დეზინფექციის თანამედროვე ტექნოლოგიები „ელექტროლუქსი“ , 2019

  • სასტუმროს დასუფთავება და ქსოვილის ჰიგიენა „ქილი“ 2019

  • „საფკო“ პირველადი შრომის უსაფრთხოების სწავლება 2020, 26 მარტი

  • „საფკო“ საფრთხისა და უსაფრთხოების სწავლება 2020, 3 ივნისი"

  • სამედიცინო სამრეცხაოს " მართვა და ქსოვილის მოვლა 2022 ივლისი

  • "IOSH" შრომის უსაფრთხოების პრინციპები 2022 ივნისი

  • პირველადი სამედიცინო დახმარება 2022 ივლისი

  • "საფკო" შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი 2022 აგვისტო

Hotel Maid

  ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო, ინდივიდუალურად შერჩეული სამუშაო კურსი და ყველა სახის შემსწავლელი მასალა.  

ტრენინგების თემატიკა:

  • დასუფთავების სამსახურის როლი სასტუმროში, მისი ორგანიზაციული სტრუქტურა. სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკა და  სწორი შიდა კომუნიკაცია.

  • შრომითი უსაფრთხოება. (უსაფრთხოებისძირითადი წესები და პრინციპები. სტუმრის ოთახის უსაფრთხოება.

  • სასტუმროს ნომრების და სხვა სივრცეების (საერთო სივრცე, ჰოლი, დერეფნები და ა.შ.) დასუფთავების სტანდარტები და სპეციფიკა. ოთახის/ნომრის სტატუსი და ამ სტატსუსის შესაბამისი დალაგების სპეციფიკა.

  • სასტუმროს სანომრე ფონდის დალაგებისათვის საჭირო ინვენტარის, აუცილებელი სამუშაო აღჭურვილობის, ტექნიკა-დანადგარების და ხსნარ-ქიმიკატების სწორი გამოყენება.  

  • სხვადასხვა ტიპის ქსოვილების და ზედაპირების (მათ შორის მყარი ზედაპირების) რეცხვისა და დასუფთავების სპეციფიკა.

  • თეთრეულის და სტუმრებისთვის განკუთვნილი ნივთების ინვენტარიზაცია.  მარაგების კონტროლი.

  • დაკარგული და /ან სტუმრის დატოვებული ნივთების შენახვა.

  • სტუმართან სწორი კომუნიკაცია. (მათ შორის პრობლემური კლიენტთან კომუნიკაცია და კონფლიქტური სიტუაციის მართვა).  

  • პრაქტიკული მეცადინეობა უშუალოდ სასტუმროს ნომრის ბაზაზე: ოთახის დალაგება, თეთრეულის გასწორება. დაკავებული და თავისუფალი ოთახების დალაგების სპეციფიკა. ურიკა, მისი დანიშნულება, ჩატვირთვა, გამოყენება, არსებული ნივთების დანიშნულება, დროის ფაქტორი.

bottom of page