გამოფენა “Interclean-2022” ამსტერდამში

ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში "Interclean - 2022" გამოფენა გაიმართა . მასში წარმოდგენილი იყო უახლესი ტექნოლოგიები, ქიმია და დასუფთავების ინდუსტრიის აღჭურვილობის თანამედროვე მოდელები.

ექსპონენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ არა მხოლოდ განეხილათ დასუფთავების ინდუსტრიის მიმდინარე პრობლემები და საკითხები, არამედ შეხვედროდნენ ბიზნეს პარტნიორებს, პროდუქტების წამყვან მწარმოებლებს და დასუფთავების ინდუსტრიის პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან. ღონისძიების სტუმარი კომპანია Proff Line-იც გახდა.