პოზიცია - "დიასახლისი"

სასტუმროს დასუფთავების განყოფილება - სასტუმროს სულია”


ეს სიტყვები ეკუთვნის იგაელ პორეცკის, ის გახლდათ  სასტუმროს სფეროში მოღვაწე ადამიანი, რომელმაც, სხვების მსგავსად, სამსახურეობრივი კარიერა დაიწყო დასუფთავების განყოფილებიდან, საბოლოოდ კი სასტუმროს გენერალური მენეჯერი გახდა.

დასუფთავების განყოფილებისა და ამ განყოფილებაში მომუშავე დიასახლისის მთავარი საზრუნავია - რომ მომხმარებლებს შეუქმნას  მაქსიმალური კომფორტი. კომფორტი იქ, სადაც ისინი  ისვენებენ, სძინავთ, იღებენ შხაპს ან თუნდაც  აძინებენ შვილს. 


დიასახლისი - ეს არის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო პოზიცია სასტუმროს მომსახურებაში. სწორედ ამ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელზეა დამოკიდებული  როგორც ოთახის სისუფთავე და  სიმყუდროვე, ასევე სტუმრის კომფორტი და კმაყოფილება.


ამ პოზიციისთვის შეირჩევიან ადამიანები გარკვეული უნარ-ჩვევებითა და თვისებებით, მაგალითად როგორიცაა:



ზემოთ ჩამოთვლილთაგან ზოგიერთ მათგანს თანამშრომელი  სასტუმროში მუშაობის დროს  ივითარებს.

ისევე როგორც ნებისმიერ სფეროში, ამ პოზიციაზე მუშაობის მსურველ -  შერჩეულ კანდიდატებს უტარდებათ გასაუბრება მენეჯერთან, ჩამოთვლილი თვისებებიდან უმეტეს ნაწილს მენეჯერი გასაუბრებაზევე ამჩნევს, რაც საბოლოოდ ისახება მის გადაწყვეტილებაზე - კადრის აყვანასთან დაკავშირებით.

შერჩეულ კადრს  ეძლევა სამუშაო დღეთა გარკვეული რაოდენობა, რათა შეძლოს თავისი თვისებების უკეთ გამოვლენა, სამუშაოს თავისებურების უკეთ შეგრძნება. ამის შემდეგ ხდება მისი აყვანა გამოსაცდელი ვადით (რაც დამოკიდებულია ადგილობრივ კანონმდებლობაზე).

გამოსაცდელი ვადის პერიოდში თანამშრომელს უტარდება ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც ატარებს მისივე განყოფილების ზედამხედველი ან მენეჯერი, ტრენინგ მენეჯერი, უსაფრთოხების მენეჯერი და სხვ. (რაც დამოკიდებულია დაწესებულების შიდა პოლიტიკაზე და სასტუმროს სპეციფიკაზე).

აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტში  დიდი მნიშვნელობა აქვს  პიველ ნაბიჯებს, შესაბამისად, აუცილებელია, რომ სწავლება  იყოს სწორედ დაგეგმილი ტრენინგ მენეჯერის (თუ  ეს პოზიცია არსებობს სასტუმროში) ან სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ.

  პირველი სწავლება გაცნობითი ტიპისაა და ეხება ინფორმირებას სასტუმროს აგებულებისა და დეპარტამენტების დანიშნულების შესახებ. ამ სწავლებაზე თანამშრომელი ეცნობა შიდა განაწესს, დეპარტამენტებთან სწორ ურთიერთობას,სასტუმროს ტერიტორიასა  და იქ   მომუშავე თანამშრომლებს.

  მომდევნო სწავლებას ატარებს უსაფრთხოების მენეჯერი, სადაც განიხილება თითოეული თანამშრომლის როლი სასტუმროს, სტუმრისა და პირად უსაფრთხოების დაცვაში.

•   შემდეგი სწავლებაში შეისწავლის ქიმიის გამოყენებას, დავალების სწორად წაკითხვას, მასზე ასახული ინფორმაციის დროში სწორად განაწილებას, სტუმართან კომუნიკაციას, ინვენტარის სწორ გამოყენებას, ნივთების დაწყობის სტანდარტს და სხვა დეტალებს.

•   ყოველ დილით თანამშრომელი ვალდებულია ესწრებოდეს 10-15 წუთიან განყოფილების ტრენინგს, რომელზეც  სიღრმისეულად შეისწავლის განყოფილების მუშაობის ტემპს და კომპანიის მოთხოვნებს მომსახურების მიმართულებით.

•   სწავლებისას ეცნობა სამუშაო ტერმინოლოგიას(პროფესიონალიზმებს) , რომელიც მისი სამუშაოსთვის არის  დამახიათებელი.

•   და სხვ.